სერგი კაპანაძე - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მინისტრებთან საუბარი გვექნება მათ შორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით

არიან ადამიანები, რომლებმაც, პასუხი უნდა აგონ იმაზე თუ რაც მოხდა ან რაც ხდება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს შს მინისტრისა და ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვის დაწყებამდე განუცხადა. კაპანაძის თქმით, გიორგი გახარიასთან და ირაკლი შოთაძესთან საგამოძიებო კომისიას არაერთი კითხვა ექნება, მათ შორის კონკრეტული პირების და მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხე.

"ჩვენ ერთი კონკრეტული შეკითხვა არ გვაქვს, არამედ გვაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა. შეკითხვები ეხება საქმეს, ეხება რა მოხდა და რა არ მოხდა გამოძიების პროცესში და როგორ შევიდა ეს საქმე იმ ჩიხში, რომელშიც დღეს იმყოფება. სამწუხაროდ, კომისიის მუშაობის მანძილზე, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა. თავიდან დავიწყეთ კონკრეტული კითხვებით, მაგრამ დღეს უფრო მეტი კითხვა დაგვიგროვდა და ეს დაგროვილი კითხვები გვექნება მინისტრთან და ყოფილ მთავარ პროკურორთან. ეს კითხვები მათ შორის ეხება პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც პროკურატურაში და შსს-ში სხვადასხვა მაღალი ჩინის მქონე ადამიანების, ისე კონკრერული პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს.

„კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც, პასუხი უნდა აგონ იმაზე თუ რაც მოხდა ან რაც ხდება ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ორი უწყების პასუხისმგებლობა და შეუძლებელია ამ ამბებმა ჩაიაროს ისე, რომ არავინ არ აგოს პასუხი. როგორი ტიპის პასუხისგებაზეა საუბარი, ამაზე უკვე მოგვიანებით გვექნება საუბარი, მათ შორის დასკვნების გამოქვეყნების დროს. მინისტრებთან საუბარი გვექნება მათ შორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. იგივე ეხება ყოფილ მთავარ პროკურორს", - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა