„საქსტატი“ - ივლისში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1,1%-ით შემცირდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით ფასები გაზრდილია 1,2%-ით

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 1,1%-ით შემცირდა, ხოლო ტრანსპორტთან დაკავშირებით ფასები გაზრდილია 1,2%-ით.

საქართველოს სტატისტიკის სამსახური ინფლაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა.

როგორც საქსტატში განმარტავენ, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,1%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,32 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-12,6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-10,7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (2,7 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,4 პროცენტით, რაც -0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2,4 პროცენტი), ასევე ტანსაცმლის (-1,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საქსტატის ცნობით, ტრანსპორტთან დაკავშირებით ფასები გაზრდილია 1,2 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,15 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა