თორნიკე რიჟვაძემ ალპური ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს ალპურ ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც სამშენებლო პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ ალპური ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა, ასევე დასრულებული მეფუტკრის სახლი დაათვალიერა. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზაფხულის ბოლომდე დაგეგმილია საპიკნიკე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს ალპურ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობამ გააცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ალპური ბოტანიკური ბაღის ფინანსური მხარდამჭერი კავკასიის ალიანსის პროგრამის წარმომადგენლები. აღნიშნულ პროგრამას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, რომელიც კურორტ გოდერძიზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

გოდერძის ალპური ბაღი აჭარა-თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან“ ახლოს, ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ, ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. მნიშვნელოვანია, რომ ალპურ ბაღს ექნება ეკოლოგიური განათლების ცენტრის ფუნქციაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა