აკაკი საღინაძე - წყალტუბოს პარკი, რომლის მოსაწყობად დაახლოებით 49 მილიონი ლარი დაიხარჯა, მოუვლელია

„კურორტ წყალტუბოს ვიზიტორთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით დაახლოებით სამჯერ არის შემცირებული“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია„რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელმა აკაკი საღინაძემ განუცხადა. ამის მიზეზად საღინაძე ცენტრალური პარკის სავალალო მდგომარეობას მიიჩნევს.

„განადგურებულია იფრასტრუქტურა, დაზიანებულია სკამები, მოუვლელია სავალი ბილიკებიც. პარკი ნახევრად ჩაბნელებულია და საღამოს საათებში იქ გასეირნება თითქმის წარმოუდგენელია“, - აცხადებს აკაკი საღინაძე.

წყალტუბოს ცენტრალური პარკი 70 ჰექტარზეა გაშენებული, რომლის რეაბილიტაცია სამი წლის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა. პარკის მოწყობა დაახლოებით 49 მილიონი ლარი დაჯდა.

წყალტუბოს ვიცე მერი ზურაბ მაისურაძე აცხადებს, რომ ამ დროისათვის პარკის მოვლა-პატრონობას ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს, თუმცა ტერიტორიის სიდიდის გამო სათანადო საქმიანობის წარმართვა ვერ ხერხდება. ამის გამო, როგორც მერის მოადგილე აამბობს გადაწყვეტილი აქვთ შექმნან სპეციალური ა(ა)იპი “წყალტუბოს პარკი“, რათა აღნიშნულ პრობლემას მიხედონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა