მაიკ პომპეო - ირანისთვის დაწესებული სანქციები განუხრელად იქნება შესრულებული

ირანისთვის დაწესებული სანქციები განუხრელად იქნება შესრულებული, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ამ სანქციების შესრულების უზრუნველყოფას გეგმავს.

კითხვას, შეძლებს თუ არა თეირანი თავიდან აიცილოს აკრძალვა ფინანსურ ოპერაციებზე და ნავთობის გაყიდვაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უპასუხა, რომ ირანი ამ კუთხით წარმატებას ვერ მიაღწევს.

„ეს სანქციები ირანის დესტრუქციული საქმიანობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ განმარტა, რომ მხოლოდ ირანის მიერ თავისი პოლიტიკის შეცვლა შესაძლებელს გახდის სასანქციო რეჟიმის შესუსტებას. თუმცა, სახელმწიფო მდივანს არ დაუკონკრეტებია რა ნაბიჯები უნდა გადადგას თეირანმა.

„ვიმედოვნებ, რომ თეირანი შეცვლის თავის პოლიტიკას და ვაშინგტონთან განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის მხარდაჭერის გაწევა. თუმცა, დღეს იმის არავითარი ნიშანი არ არის, რომ ირანი შეცვლის თავის პოლიტიკას“, - დასძინა მაიკ პომპეომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა