დავით ბაქრაძე მედვედევის განცხადებაზე - ეს უნდა იყოს იმის მოტივაცია, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვიმოძრაოთ ნატო-სკენ - ნატო არის ჩვენი ქვეყნის დაცულობა და უსაფრთხოება

რაც უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, მით უფრო მეტი განცხადება გაკეთდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთი თავს დაანებებს საქართველოს საქმეებში ჩარევას თუ ის ნატო-ს წევრი გახდება.

„მედვედევის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი თავს დაანებებს საქართველოს საქმეებში ჩარევას და ჩვენი ქვეყანა იქნება უსაფრთხო და დაცული მხოლოდ მაშინ, თუ ის გახდება ნატოს წევრი. ზუსტად ანალოგიურ განცხადებებს აკეთებდა ბალტიისპირეთთან მიმართებაში. დღეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები არიან დაცულად და უსაფრთხოდ სწორედ იმიტომ, რომ ასეთი განცხადებების მიუხედავად, ისინი გახდნენ ნატო-ს წევრები. ჩვენი გზა არის ერთი - ძალიან მშვიდად და წყანარად გავაგრძელოთ ჩვენი სვლა ნატო-სკენ. რაც უფრო ახლოს ვიქნებით ნატო-სთან, მით უფრო მეტი განცხადება გაკეთდება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ამიტომ, ასეთი განცხადებები უნდა იყოს იმის მოტივაცია, რომ უფრო სწრაფად და აქტიურად ვიმოძრაოთ ნატო-სკენ, იმიტომ რომ ნატო არის ჩვენი ქვეყნის დაცულობა და უსაფრთხოება’’, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. „საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა