ნუკრი ქანთარია - სალომე ზურაბიშვილს საინტერესო თავგადასავალი აქვს -ოჯახი, წინაპრები, მისი გზა პოლიტიკაში, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა

ვერაფერს გეტყვით იქამდე, სანამ არ იქნება ერთიანი პოზიცია. მე მახსენდება ლადო ასათიანის სიტყვები - ცოტა კიდევ მოითმინე ლამაზო და ნანატრი მთა-გორებიც იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ კითხვაზე - დაუჭერს თუ არა "ქართული ოცნება" მხარს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისი თქმით, ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა.

მისივე თქმით, როგორც პიროვნებას, სალომე ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო თავგადასავალი აქვს.

"ოჯახი, წინაპრები, მისი გზა ცხოვრებასა და პოლიტიკაში, საქართველოში დაბრუნება, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა. ბევრი დადებითია გასახსენებელი მის შესახებ",- განაცხადა ქანთარიამ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არ დაუჭერს ისეთ კანდიდატს მხარს, ვისაც ნულოვანი შანსი ექნება.

მისივე განცხადებით, თუ იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი, მასზე გავლენა მმართველ გუნდს არ უნდა ჰქონდეს.

"მარგველაშვილი არ იყო პარტიის წევრი, იყო გუნდის წევრი. იყო მინისტრი, მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში და ვერავინ იტყვის, რომ შორიდან მოვიყვანეთ",- აღნიშნა ქანთარიამ.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ პარტიის მონაწილეობის ფორმაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა