აფხაზეთის ყოფილი ე.წ. მინისტრი - ჰილარი კლინტონმა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუშალა ხელი

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას შეუშალა ხელი.

ამის შესახებ ღვინჯიამ, რომელიც ე.წ. საგარეო უწყებას 2006-2011 წლებში ხელმძღვანელობდა, „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს პრაქტიკულად შევუთანხმდი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. გამოვედი თუ არა მისი რეზიდენციიდან, იქ აშშ-ს ელჩი შევიდა. ისმოდა საშინელი ყვირილი. მეორე დღეს მივედი და უკვე ვიცოდი, რაც მოხდა. მათ ბოდიში მომიხადეს. აშშ-ს ზეწოლის გამო უარი თქვეს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ელჩიც იყო, ჰილარი კლინტონმაც დარეკა - ყვიროდა და ილანძღებოდა“, - განაცხადა ღვინჯიამ.

მისივე თქმით, აშშ ამ ქვეყანას ყველა ამერიკული პროგრამის გაჩერებით დაემუქრა.

„კიდევ ერთი ქვეყნის პრეზიდენტს ჰილარი კლინტონმა პირადად დაურეკა, გალანძღა, უყვირა. შემდეგ ნიუ-იორკში ეკონომიკური კონფერენცია მოაწყეს, ამ პრეზიდენტს თვითმფრინავი გაუგზავნეს და ნიუ-იორკში ჩაიყვანეს. არ ვიცი, იქ რა გაუკეთეს, მაგრამ ამის შემდეგ ის შიშით ელექტრონულ ფოსტაზეც აღარ მპასუხობდა“, - აღნიშნა ღვინჯიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა