სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ქვეყანა სტაბილური და გაერთიანებული იყოს

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ქვეყანა სტაბილური და გაერთიანებული იყოს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეყოფა ტერიტორიების დაკარგვა და შიდა დაპირისპირებები. ზურაბიშვილის აზრით, ქვეყანა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, სადაც ნაკლები დაძაბულობა იქნება. ამ კონტექსტში საუბრისას იგი ქალის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

„რისთვის ვიქნები პრეზიდენტი, რა მინდა ამ ქვეყნისთვის - პირველ რიგში სტაბილურობა. ამ ქვეყნას ეყოფა ომი, კონფლიქტები. ამ ქვეყანას ეყოფა შიდა კონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა და არა მხოლოდ ბოლოს დაკარგული ტერიტორიები. თუ გადავხედავთ ისტორიას, ძალიან მძიმეა ამ კუთხით. მე არ მახსენდება სხვა ქვეყანა, რომელმაც ამდენი ტერიტორია დაკარგა საუკუნენახევარში. ეს ყველაფერი საკმარისია. კმარა შიდა დაძაბულობა და უნდა გადავიდეთ ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე. შეიძლება ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო დამწყნარებელი, ვიდრე პოლიტიკაში ჩართული, კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსები – ეს არის ჩემი მისწრაფება. მე ყველაფერს გავაკეთერბ, რომ სტაბილური და გაერთიანებული იყოს ეს ქვეყანა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა