ჩეხეთის საგარეო უწყება აგვისტოს ომის 10 წლისთავზე - ვწუხვართ და გვახსოვს ყველა გარდაცვლილი, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეები

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება უწყების საიტზე გამოქვეყნდა.

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში 2008 წელს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის სამწუხარო წლისთავს. საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარმა კონფლიქტმა საფრთხე შეუქმა რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. შეშფოთებას გამოვთქვავთ ათი წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენების გამო. მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, როგორც სამართლიანი და მყარი დარეგულირების ერთადერთ საშუალებას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებული საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრულ პატივისცემას. ვწუხვართ და გვახსოვს ყველა გარდაცვლილი, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეები. ასევე გვახსოვს ყველა ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი. ჩეხეთის რესპუბლიკა ადასტურებს საკუთარ მზაობას, ხელი შეუწყოს საქართველოს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა