მამუკა ბახტაძე ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მიმართვას გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მიმართვას გამოეხმაურა, რომლებიც პრემიერს ბაზარზე შექმნილი ვითარების გამოსწორებას სთხოვენ.

როგორც ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუკი ადგილი აქვს ხელოვნური ბარიერის შექმნას, ასეთ შემთხვევაში მთავრობა ჩაერევა და უზრუნველყოფს, რომ დაცული იქნას სამართლიანი სავაჭრო რეჟიმის პრინციპები.

„ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი. თუ არსებობს გარკვეული ბარიერები საერთაშორისო ვაჭრობაში, რომ ეს ვაჭრობა არ არის სარკისებური ანუ თუ ვიღაცას აქვს იმპორტის უფლება, მაგრამ ამავე დროს, იმპორტიორ მწარმოებელ ქვეყანას გარკვეული ბარიერი აქვს იგივე პროდუქციის ექსპორტზე, რა თქმა უნდა, ამას დაკორექტირება სჭირდება. აქ ჩვენ აუცილებლად ჩავერევით და აუცილებლად დავარეგულირებთ თუ ასეთი პრობლემა ნამდვილად დგას. რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობას, ბუნებრივია, ჩვენ ვართ თავისუფალი ლიბერალური ბაზრის ერთგული, რომელმაც ასეთი საკითხები თვითონ უნდა დაარეგულიროს. თუკი ჩვენ გვაქვს ხელოვნური ბარიერი და ასეთი შემთხვევები გვქონია, აქ ჩვენ ჩავერევით და ვუზრუნველყოფთ, რომ დაცული იქნას სამართლიანი სავაჭრო რეჟიმის პრინციპები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცემენტის ადგილობრივმა მწარმოებლებმა პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების სახელზე საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, სადაც ბაზარზე შექმნილ პრობლემურ ვითარებაზე და გამოსავლის გზებზე საუბრობენ.

15-მდე კომპანია აცხადებს, რომ ბაზარზე მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ცემენტის მოძალების მასშტაბები იზრდება, რაც პერსპექტივაში უბრალოდ აზრს დაუკარგავს საქართველოში ცემენტის წარმოებას და შედეგად რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს მთელი თავისი ნეგატიური სოციალური და ფისკალური ეფექტების თანხლებით.

ადგილობრივ მწარმოებლებს გამოსავლის გზად ცემენტის იმპორტზე (მზა პროდუქცია) დღეს არსებული მოსაკრებელის მნიშვნელოვნად გაზრდა მიაჩნიათ.

„ამ გზით დავიცავთ ბაზარს და შევინარჩუნებთ ადგილობრივ წარმოებას. ამასთან, ეს ნაბიჯი, მინიმუმ 600-700 ათასი ტონით მაინც გამოათავისუფლებს ბაზარს იმპორტირებული პროდუქციისგან და ეს მოცულობაც ადგილობრივ წარმოებას დარჩება ასათვისებლად. სწორედ ამ მიდგომაში ვხედავთ გამოსავალს“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა