დავით სერგეენკო - საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მას შემდეგ განვსაზღვრავთ, რაც მოვისმენთ მის ხედვას და პროგრამას

საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მას შემდეგ განვსაზღვრავთ, რაც მოვისმენთ მის ხედვას და პროგრამას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

ამ კონტექსტში მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არავითარი დამატებითი კითხვა არ არსებობს, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგრესია.

“ჩვენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენს თავს ომს ვერ დავუწყებდით. რაც შეეხება ამის კავშირს რომელიმე კანდიდატის, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიასთან, ჩვენ მხარდაჭერას განვსაზღვრავთ მას შემდეგ, რაც მოვისმენთ მის ხედვას და მის პროგრამას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა