გიორგი ვაშაძე - ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება დაიწყო

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების და ცესკოს თანამშრომლების ოჯახის წევრები დანიშნა,“ - ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ცესკო არჩევნების ტოტალურ გაყალბებას აპირებს. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ამასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველივე გადაწყვეტილებებით საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება დაიწყო. ცესკომ მთელი საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირება ფაქტობრივად, რაიონებში „ქართული ოცნების“ შტაბებსა და სუს-ის წარმომადგენლებს გადააბარა. ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ დამოუკიდებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების 73 ვაკანსიაზე მათ ყოველგვარი გასაუბრების გარეშე დანიშნეს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლების მეუღლეები და ოჯახის წევრები. ეს ფაქტობრივად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ არჩევნების ტოტალურად გაყალბებას. მე მინდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვუთხრა: არც ერთ ხმას არ გაგაყალბებინებთ. ის, რასაც თქვენ აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, არ გაგივათ, ბატონებო! თითქმის ყველა ოლქზე ირკვევა, რომ თქვენ გინდათ გააყალბოთ არჩევნები. მაგალითად, თბილისის საბურთალოს ოლქში დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა მაია ფეტვიაშვილი, რომელიც არის კრწანისის ოლქის თავმჯდომარის მეუღლე. თბილისის ისნის ოლქში დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა ფიქრია ნიკოლაიშვილი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ შტაბის წევრის, გრიგოლ გოგუას ცოლი და ა.შ. ეს არის სია, რომელიც არ მთავრდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებ: ხელი აიღეთ არჩევნების გაყალბებისგან იმიტომ, რომ არ შეგრჩებათ. საქართველოს მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. მივმართავ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გააკეთოს განმარტება, რა კრიტერიუმებით შეირჩნენ 70 ოლქში ეს ადამიანები,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა