კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

კოსტავას ქუჩაზე, გზის ორივე მხარეს ავტობუსებისთვის სპეციალური სავალი ზოლი იქნება, დაგეგმილია პეკინის ქუჩასთან დამაკავშირებელ ქუჩაზე ველობილიკის მოწყობაც, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს კოსტავას ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კალაძის ინფორმაციით, ველობილიკი კოსტავას ქუჩას პეკინის ქუჩასთან დააკავშირებს და საბოლოოდ, თბილისის მერის ინფორმაციით, იგეგმება, რომ ველობილიკი საბურთალოზე დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაუკავშირდეს, რათა საბოლოოდ ერთიანი წრე შეიკრას.

“მე უკვე დავაანონსე, რომ ზაფხულის პერიოდში, მაშინ, როცა მოსახლეობა ქალაქიდან გადის, მეტ-ნაკლებად შესაძლებელია ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელება. დავიწყეთ კოსტავას სრული რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, თავისი სამუშაოები GWP-მ დაიწყო, რომ მიწის ქვეშ არსებული კანალიზაციის პრობლემა მთლიანად მოგვარებული და რეაბილიტირებული იყოს, შემდეგი ეტაპი არის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. გაკეთდება გზის საფარი, განათების ბოძები და სადენები, ყველაფერი მიწის ქვემოთ მოეწყობა. ასევე ავტობუსებისთვის ორივე მხარეს სპეციალური სავალი ზოლი იქნება, მგზავრებმა უფრო კომფორტულად იმგზავრონ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი იყოს. მგონია, რომ მართლაც ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები.

როგორც მერიაში განმარტავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მლნ ლარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა