გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს 13 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს 13 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სალხინოს, აბაშის, ასხინის, ქვალონის, ცაიშის და ნინოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კალოუბნის, შუამთის, მამისაშვილის, ნაკადულის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, ქავთარაძის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და ბახტრიონის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ნოე რამიშვილის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, წულუკიძის, მანდელშტამის, 17 შინდისელი გმირის, ჩაჩუას და ძეგლევის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბეის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და VI კვარტლების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა