აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო

აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო, - ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მხოლოდ 6 ობიექტზე აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

„ბოლო საათების განმავლობაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი შეტყობინებები არ შემოსულა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში - სულ შემოსულია 3 შეტყობინება, რის შედეგადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეტყობინებები არ დაფიქსირებულა. იმერეთში დაფიქსირებულია 5 შეტყობინება, ამ დროისთვის მხოლოდ ერთ მისამართზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. რუსთავში დაფიქსირდა 3 შეტყობინება, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მეხანძრე-მაშველებმა მესხიშვილის, წულუკიძისა და ტურგენევის ქუჩებზე აწარმოეს.

სტიქიის შედეგად საქართველოს არც ერთ რეგიონში არავინ დაშავებულა. ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - ნათქვამია სამსახურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა