თორნიკე რიჟვაძემ კვარიათში სტიქიით დაზარალებული ოჯახი მოინახულა

აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ კვარიათის ტერიტორიაზე მეწყერის შედეგად დაზარალებულ ნარაკიძეების ოჯახს ესტუმრა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიწის დიდი მასა კვარიათში საცხოვრებელ სახლთან დღეს დილით ძლიერი წვიმის შემდეგ ჩამოწვა, ადგილზე იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. მისი თქმით, დაზარალებული ოჯახის წევრები დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში არიან გადაყვანილნი, ტერიტორიას კი ხვალიდან გეოლოგები შეისწავლიან.

„ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. მიმდინარეოს გაწმენდითი სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დღის ბოლოსთვის მთლიანად მოწესრიგდება ის კერები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. მოვინახულეთ ოჯახი, რომლებიც მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურების გამო საფრთხის წინაშე იდგნენ. ისინი გაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. გეოლოგთა ჯგუფი უკვე იმყოფებოდა აქ, ხვალიდან გაგრძელდება შესწავლა და ძალიან მალე გვეცოდინება შეფასება აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი რამდენიმე სახლი დაათვალიერა, სადაც მერიის სამსახურების მიერ წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ჩატარდა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, დილიდან ყველა პრობლემურ კერასთან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტების, საგზაო დეპარტამენტის და სამაშველო სამსახურის ტექნიკა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა