აბაშის ორი სოფლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბაშაში, მდინარე აბაშისწყლის ადიდებამ მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა, ამიტომ სოფლებიდან წყემსა და ზანათი 25 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე იმყოფოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწყების განმარტებით, ადგილზე მუშაობდა 50 მეხანძრე-მაშველი. ორივე სოფელში მობილიზებული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა