გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, კოლხეთის, აბაშიძის, ჭოროხის, კიევის, ნინო ჩხეიძის და ფიროსმანის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას, კაჭრეთის, ურიდიას და კახიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართველიშვილის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვილი-იუჟინის, კამალოვის, გულრიფშის, თამარაშვილის, კურნატოვის, სართანიას, სააკაძის, ნიკო მარის და ლიკანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, სამღერეთის, შუშინის, მირზა-შაფი ლაზახის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, აჯიაშვილის, თუმანიანის, ბეთლემის, გომის და ზდანევიჩების ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულიას, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ქერჩის (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის და ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ხვიჩიას, გამსახურდიას, იოსებიძის, შორსის და ქუთათელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14, მე-15 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სამხედორ გზატკეცილის, შარაშიძის, პეტრიწის (ნაწილობრივ), ყურაშვილის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, კუპრაძის და თაყაიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა