ბელორუსის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი რუსთავის მერს და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდა

ბელორუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვი რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუასა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რუსთავსა და ბელორუსის ქალაქებს შორის, მათ შორის დამეგობრებულ ქალაქ ჟოდინოსთან, აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარებაზე ისაუბრეს.

,, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჟოდინო და რუსთავი უკვე დამეგობრებულები არიან და ქალაქების ხელმძღვანელი პირების დონეზე, უკვე არის მათ შორის ურთიერთობა. რუსთავის მერთან შეხვედრაზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უკვე ჩვენმა ბიზნესმენებმა, მეწარმეებმა შეძლონ ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება და განახორციელონ ერთობლივი ბიზნესპროექტები, იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბელორუსის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვმა.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსთავში ბელორუსული ინვესტიციების განხორციელებას, როგორც მსუბუქ მრეწველობაში, ასევე ვაჭრობისა და ლიფტების რეკონსტრუქციის წარმოებაში.

,,პირველ რიგში მადლობა მინდა მოვახსენო ბელორუსის ელჩს საქართველოში, იმისათვის რომ ჩამოვიდა რუსთავში, რათა ადგილზე განგვეხილა და დაგვეგეგმა ის სტრატეგიული მიმართულებები, რა კუთხითაც მომავალში ურთიერთთანამშრომლობას წარვმართავთ. რამდენიმე თვის წინ, ბელორუსის ქალაქ ჟოდინოსა და რუსთავს შორის გაფორმდა დამეგობრების მემორანდუმი, რაც ორ ქალაქს შორის როგორც კულტურულ, სპორტულ, ასევე ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა