ინფრასტრუქტურის სამინისტროში შიდა და ქვემო ქართლში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი თვითმმართველობებთან ერთად განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში შიდა და ქვემო ქართლში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი თვითმმართველობებთან ერთად განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება.

დღეს მაია ცქიტიშვილი და მისი მოადგილეები შიდა და ქვემო ქართლის გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებს, 11 მუნიციპალიტეტის მერებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომპლექსურად განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე.

„ახალი ფორმატის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ ორი რეგიონის პრიორიტეტები, პრობლემური საკითხები და მათი გადაწყვეტის გზები. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, ადგილებზე არსებობდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტანდარტების შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურის, სპორტის, სამედიცინო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და გამართული მუშაობა,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მერებმა მნიშვნელოვან საჭიროებებსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე ისაუბრეს.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების წარმომადგენლებთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა