ABC - ვაშინგტონში სამხედრო აღლუმის ჩატარება, შესაძლოა, ბიუჯეტს 12 მილიონის ნაცვლად 92 მილიონი დოლარი დაუჯდეს

სამხედრო აღლუმი ვაშინგტონის ცენტრში, რომლის ჩატარებაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ქვეყნის ბიუჯეტს, შესაძლოა, 92 მილიონი დოლარი დაუჯდეს, რაც მანამდე დასახელებულ თანხას 80 მილიონით აღემატება. ამის შესახებ ტელეარხ ABC-ს პენტაგონში საკუთარმა წყარომ აცნობა.

მისი ინფორმაციით, აღლუმის ბიუჯეტი ჯერ კიდევ შესაძლოა შეიცვალოს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა კი ეს თანხა არ დაამტკიცა. სავარაუდოდ, 50 მილიონი პენტაგონის ბიუჯეტიდან, 42 მილიონი კი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან იქნება აღებული.

გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობას 5-7 ათასი სამხედრო მიიღებს, გამოყენებული იქნება სამხედრო ტრანსპორტი და ავიაცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა