გიორგი ხანიშვილი - გაიზარდა იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლა დაიწყეს, რომ ფაროსანამ მოსავალი არ გაუნადგუროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ოზურგეთის სხვადასხვა სოფლებში იმყოფებოდა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო, რომელიც აზიურ ფაროსანას უკავშირდება.

როგორც ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა. მისივე თქმით, გაიზარდა იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეწამვლა დაიწყეს იმისთვის, რომ ფაროსანამ მოსავალი არ გაუნადგუროს.

„დღეს გურიაში ძალზე საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან საზოგადოებასთან პირდაპირი კონტაქტით ჩვენ ნათლად ვიგებთ, თუ როგორ წარმატებით მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა. შეხვედრაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი სამთავრობო პროგრამა მოქმედებს წარმატებით, მიღწეულია ის შედეგები, რაც პროგრამით იყო განსაზღვრული, კერძოდ, მნიშვნელოვნად და მინიმუმამდეა შემცირებული აზიური ფაროსანის პოპულაცია და გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე“,- განაცხადა ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილე მოსახლეობას ურჩევს, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურები შეწამლონ და მოსავალი დაიცვან. „სამწუხაროდ, გამოიკვეთა, რომ ამავე პროგრამით გათვალისწინებული მოსახლეობის მიერ ჩასატარებელი აგროღონისძიებები მათმა მხოლოდ მცირე ნაწილმა ჩაატარა, რომელმაც მიიღო თხილის ძალიან კარგი მოსავალი, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა ის შეთავაზებული რეკომენდაციები, რაც სახელისუფლებო ორგანოების მიერ იყო შეთავაზებული და მიიღეს ძალიან ცუდი შედეგი. ოზურგეთის ცენტრში, ჩვენ მიმღებ პუნქტში კონკრეტულად შევისწავლეთ თხილის ჩაბარების პროცედურა და აღმოჩნდა, რომ სიდამპლით და სოკოვანი დაავადებით დაავადებულია ჩასაბარებელი თხილის 70-80%. ეს არის დიდი ზარალი, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს ძალიან კარგი ტენდენცია, რომ მოსახლეობაც აცნობიერებს, რომ მათ მიერ აგროღონისძიებების ჩატარება არის აუცილებელი და ვფიქრობთ, მომავალი წლისთვის ის ადამიანებიც, რომლებმაც წელს არ ისურვეს ამ ღონისძიებების ჩატარება, ჩაატარებენ მას და ბევრად უკეთესი მოსავალი გვექნება. ანალოგიურად, ჩვენ შევისწავლეთ სიმინდის ნათესების მოსავალი, ამ ფართობებში აზიური ფაროსანა მკვეთრად არის შემცირებული გასულ წელთან შედარებით. ვფიქრობთ, სიმინდში ზარალი 2-5 %-ის ფარგლებში იქნება“,- განაცხადა ხანიშვილმა.

ამასთან, გიორგი ხანიშვილმა ოპოზიციური პარტიების კრიტიკასაც უპასუხა და მათ მოუწოდა, მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელ ამ შეხვედრებს ლაიტმოტივად გასდევდა გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ მსჯელობა, რომ აზიური ფაროსანას მონიტორინგის სქემა გადასულიყო პოლიტიკური განხილვის ჭრილში და მათ მიერ საზოგადოებისთვის ხდებოდა არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც როგორც წესი, ადგილზე გადამოწმების შემდგომ არ დასტურდებოდა და ამავე დროს ჩვენ გვქონდა შემთხვევები სოფელ ჯაპანაში, სადაც აღინიშნა, რომ დაზიანებული იყო ფართობები. როდესაც შევთავაზეთ მათ, რომ წავსულიყავით და ერთად გვენახა, უარი თქვეს წასვლაზე. ასევე, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაცია საზოგადოებას უბიძგებს, არ მიიღონ ჯანსაღი გადაწყვეტილებები და სწორედ ამიტომ არ შეწამლა საზოგადოების დიდმა ნაწილმა. ეს აზარალებს ჩვენს მოსახლეობას“,- განაცხადა ხანიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს