ლევან იზორია - გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს

გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში გერმანიის კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გერმანიასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. გერმანული სარდლობის ქვეშ, ერთგულად ვახორციელებთ საერთაშორისო მისიას ავღანეთში. სულ რაღაც სამი კვირის წინ, გერმანიის გენშტაბის ხელმძღვანელთან ერთად მოვინახულე როგორც გერმანელი, ისე ქართველი სამხედროები. ჩვენ წელს ვიღებთ დახმარებას კონტრმობილურობის გაძლიერების კუთხით. აქ გერმანია იქნება ლიდერი ქვეყანა. ეს დიდ ფინანსურ დახმარებასაც გულისხმობს. ჩვენ პირველ დახმარებას წელს მივიღებთ. ასევე, გერმანია არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ნდობის ფონდში, რომელიც სწორედ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიზნითაა შექმნილი. გერმანიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერაა. როდესაც ჩვენ „ღირსეული პარტნიორის“ მრავალეროვნული წვრთნები დავხურეთ, აღვნიშნე გერმანიის განსაკუთრებული კონტრიბუცია, რაც გამოიხატა გაზრდილ ცოცხალ ძალაში და სამხედრო ტექნიკის რაოდენობაში. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, ნატო-ს ფორმატში ორმხრივი ურთიეთრობისა, ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მრავალმხრივ სწავლებებში გერმანიის თანამონაწილეობის თვალსაზრისით. 22 აგვისტოს ვგეგმავ ვესტუმრო გერმანიაში ჩვენს სამხედროებს, რომლებიც წინამოსამზადებელ ეტაპს გადიან ავღანეთში მისიის შესრულებამდე. სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში ოფიციალურ ვიზიტს ვგეგმავ გერმანიაში. სტრატეგიულ დონეზეც თანამშრომლობის დინამიკა ძალიან ინტენსიურია. გასულ წელს, საქართველოში პირველად იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი, მექნება შესაძლებლობა წელსაც შევხვდე“, - განაცხადა იზორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა