რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ზეწოლის გამო არ გატყდება - მზად ვართ გამოწვევებს გავუმკლავდეთ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს და არ გატყდეს ზეწოლის გამო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

„გარკვეული ძალები თურქეთს ეკონომიკური ზეწოლით და თურქული ლირის გაუფასურებით ემუქრებიან, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამგვარ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. თურქეთი არ გატყდება იმ ქვეყნების ზეწოლის გამო, რომლებიც ანკარას თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევენ, თუმცა ამავდროულად ჩვენს ქვეყანას, როგორც ზეწოლის განხორციელების სამიზნეს, ისე განიხილავენ. ჩვენ ჩვენს კურს არ შევცვლით“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინწინ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტივენ მნუჩინის განცხადებით, ვაშინგტონი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს.

„ჩვენ თურქეთის მთავრობის ზოგიერთ წევრს სანქციები დავუწესეთ. კიდევ გვაქვს რიგი ზომები, რომლის განხორციელებას ვაპირებთ იმ შემთხვევაში თუ თურქეთის ხელისუფლება ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს“, - განაცხადა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც იზმირის რაიონში ცხოვრობდა, 2017 წელს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების ბრალდებით დააკავეს. ამა წლის 7 მაისს ენდრიუ ბრანსონი თურქული სასამართლოს წინაშე წარსდგა და უარყო მისთვის წაყენებული ბრალდებები. 25 ივლისს მას შინაპატიმრობა მიესჯა. თურქეთის პროკურატურა მისთვის 35 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

აშშ-ს ხელისუფლება თურქეთისგან ამერიკელი პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-მ სანქციები დაუწესა თურქეთის შს და იუსტიციის მინისტრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა