ლევან გოგიჩაიშვილი „პალიტრა მედიას“ საკუთარ სარეკლამო სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარის თქმისთვის მადლობას უხდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი „პალიტრა მედიას“ საკუთარ სარეკლამო სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარის თქმისთვის მადლობას უხდის. გოგიჩაიშვილი სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს, რომ აღნიშნული ხასიათის რეკლამებისგან თავი შეიკავონ.

„შეიზღუდება რეკლამირების პროცესი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთ-ერთ კომპანიას მადლობა გადავუხადო, რადგან მთლიანად უარი თქვა საკუთარ სარეკლამო ბადეში აზარტული თამაშების რეკლამირებაზე. ეს არის „პალიტრა მედია“. თუ სხვა მედიასაშუალებებიც მიბაძავენ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. შეზღუდვა იქნება გარერეკლამის კუთხითაც“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა