მარნეულში პოლიეთილენის ნარჩენებისთვის ახალი კონტეინერები განთავსდა

ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ ორგანიზებით, პოლიეთილენის ნარჩენებისთვის განკუთვნილი ლითონის კონსტრუქციის ახალი ბადურები განთავსდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის, რუსთაველის ქუჩაზე ახლით ათი ერთეული ძველი ურნების ჩანაცვლება მოხდა.

გამოცვლილი ურნები კი ქალაქის სხვადასხვა უბნებზე გადანაწილდა.

პოლიეთილენის ბოთლებისთვის განკუთვნილი ლითონის კონსტრუქციის ბადურების დადგმა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილებში მომავალშიც გაგრძელდება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს