კახა გოგოლაშვილი - ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” თემა არის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების თემა

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” თემა არის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეს არის მთლიანობაში ევროპის უსაფრთხოების თემა, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.

როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, აქცენტები გადატანილია უკრაინაზე, სადაც კონფლიქტი ჯერ კიდევ ცხელია და საომარი ვითარება არსებობს; გარდა ამისა, ის უფრო ახლოა ეროპასთან, გერმანიასთან და მეტ საშიშროებას წარმოადგენს გერმანიისა და ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის.

გოგოლაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა საქართველოს საკითხის აქტუალობა არ დაკარგულიყო. „რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, საქართველოს საკითხი ყოფილიყო ისეთ დონეზე საერთაშორისო ურთიერთობებში, ყურადღების ცენტრში, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ბოლო ხანებში ყურადღება შენელებულია ამ საკითხის მიმართ. აქცენტები გადატანილია უკრაინაზე, სადაც კონფლიქტი ჯერ კიდევ ცხელია და საომარი ვითარება არსებობს. ის უფრო ახლოა ეროპასთან, გერმანიასთან და მეტ საშიშროებას წარმოადგენს გერმანიისთვის და ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. ბუნებრივია, რომ აქცენტები დღეს უკრაინაზეა მიმართული. კარგი იქნებოდა საქართველოს საკითხი, მისი აქტუალობა შედარებით არ დაკარგულიყო.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, შესაძლოა საუბარი შედგა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოსთან მიმართებაში არც რუსეთის პოლიტიკაში და არც ევროპასთან მიმართებაში ჯერ არაფერი შეცვლილა ამ მომენტისთვის და არც ჩანს პერსპექტივა, უახლოეს მომავალში რამე შეიცვალოს, ამ საკითხზე, ალბათ, არ უსაუბრიათ. ახლა საქართველოს საკითხი დგას მოლოდინის რეჟიმში და ყველა ელოდება ცვლილებებს. რაც შეეხება ე.წ. საზღვრის გადმოწევას, ეს ევროპაშიც ცნობილი თემაა და ამაზე ხშირად აკეთებენ კომენტარს, ხშირად მიუთითებენ რუსეთს. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოზე გერმანიასა და რუსეთს შორის საუბრები არ მიმდინარეობა, საუბარი მიმდინარეობს მათ შორის ნატოს ფარგლებშიც, ევროკავშირის ეგიდითაც და ნებისმიერ შეხვედრაზე, რომელიც ტარდება, საქართველოს თემა დღის წესრიგში გაჟღერებულია. რა თქმა უნდა, მეტი მუშაობა გვჭირდება, რომ საქართველოს საკითხის აქტუალობა გამოვაჩინოთ. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“, სამაჩაბლოს თემა არის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის თემა, ეს არის მთლიანობაში ევროპის უსაფრთხოების თემა. ეს გამოჩნდა კიდეც უკრაინის მაგალითზე. ამ კუთხით მუშაობის გაძლიერება აუცილებელია",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა