თამარ ჟვანია - არასერიოზული და არაპროფესიონალურია, როდესაც საია-ს ცალკეული წარმომადგენელი დაკავებულია ნათესაური კავშირების დადგენით

არასერიოზული და არაპროფესიონალურია, როდესაც საია-ს ცალკეული წარმომადგენელი დაკავებულია ნათესაური კავშირების დადგენით, ნაცვლად იმისა, რომ დააკვირდნენ ამ ადამიანების საარჩევნო საქმიანობას, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საია-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს საარჩევნო საქმიანობის მონიტორინგი და არა ნათესაური კავშირების დადგენა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ირჩევს ადამიანებს პროფესიული ნიშნით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ჩვენ არ ვართ დაკავებული ნათესაური კავშირების დადგენით,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საია-ს ინფორმაციით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგის ფარგლებში, ცესკო-ს მიერ მიერ შერჩეული 73 დროებითი წევრიდან 5 შემთხვევაში გამოიკვეთა შერჩეული პირების „ქართული ოცნების“ აქტივისტობა/მხარდაჭერა, ხოლო 6 შემთხვევაში არჩეული პირების ცესკო-სა და სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახის წევრობა/ნათესაური/მეგობრული კავშირები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა