სოფიო ქაცარავა - ტრანსატლანტიკური მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებით, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია.

ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ ვილნიუსში, პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა.

სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა კოლეგებს, ფორუმის სესიაზე სახელწოდებით – „ევროპული და ტრანსატლანტიკური მდგრადობის აღდგენა“, სადაც ევროპაში ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და ლიდერობის განმტკიცების, ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე ისაუბრა.

დეპუტატმა აქცენტი გააკეთა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაბალანსებაზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

„წელს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ისევე, როგორც საქართველო. ჩვენ ბევრი საერთო ისტორიული მოვლენა გვაკავშირებს ერთმანეთთან, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებებია. ეს ფაქტორი და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე, გამოწვევების წინაშე გვამყოფებს. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია. ღია კარის პოლიტიკა ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედი იყო ყოველთვის, რაც ევროპის ერთიანობისა და დაცულობის გარანტია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა