სამგორის რაიონში ავარიულად გათიშულ აბონენტებს გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ

"ყაზტრანსგაზ - თბილისის" განცხადებით, სამგორის რაიონში ავარიულად გათიშულ აბონენტებს გაზის მიწოდება დღეს, დღის ბოლომდე აღუდგებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისიდან" აცნობეს, „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ შეუთანხმებელი მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს სამშენებლო კომპანიამ შპს “არტი ფექს +” კომპანიის საკუთრებაში არსებული გაზსადენი დააზიანა, რის გამოც დღეს, 15:30 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეეზღუდა: ვარკეთილის ზემო პლატოს 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ კორპუსების, კალოუბნის ქ. 22, 24 დ. 2, 26 დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ კორპუსების, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), გახოკიძის ქ. 6, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა #210 ბაგა-ბაღი, # 108 საჯარო სკოლა, შპს ,,თეგეტა მოტორსი”, შპს ,,იფქლი 1”, საქართველოს რკინიგზის ფილიალი და სხვა.

„ადგილზე მობილიზებულია „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სწრაფი რეაგირების ბრიგადები, რათა დროულად მოხდეს ავარიული სიტუაციის ლიკვიდაცია და მომხმარებლებისთვის გაზის დროული მიწოდება. გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 23 აგვისტოს, 09:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისათვის. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა