პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას გამართავს

დღეს, 24 აგვისტოს, 17 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი რონალდ შტოირერი.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაციას დაესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ქალაქ თბილისის მერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მთავარი პროკურორი და სხვა თანამდებობის პირები.

ღონისძიებაზე მოწვეული არიან დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კონსტიტუცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით

დაიბეჭდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა