ანგელა მერკელი აფხაზეთსა და ცხინვალზე - დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია

დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის, კონსტანტინე შუბითიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იქამდე მერკელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე შეკითხვა კიდევ ერთმა სტუდენტმა მარიამ ქვათაძემ დაუსვა, თუმცა პასუხისას გერმანიის კანცლერს სიტყვა „ოკუპაცია“ არ გამოუყენებია და რუსეთის ქმედებები უბრალოდ „უსამართლობად“ შეაფასა. შუბითიძის მორიგი შეკითხვა სწორედ ამას მოჰყვა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლობა. პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ ჰუმანიტარული სიტუაცია ამ რეგიონებში კატასტროფულია, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თავის სამშობლოს, მოსახლეობის რაოდენობა იქ ძალიან დაბლა იწევს. საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით და გერმანიასაც შეუძლია დაეხმაროს. ეს არის მიუღებელი სიტუაცია. მე პირადად, ბევრ დროს ვუთმობ კონფლიქტების მოგვარებაზე ფიქრს - უკრაინის და საქართველოს კონფლიქტებზე. ეს არის სიტუაცია, როდესაც საქართველოს რუსეთის ხელშეწყობით ძალიან რთულად მოუწია განვითარება. არ უნდა დავივიწყოთ ეს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ამ რეგიონებში ადამიანებს საქმე ძალიან ცუდად აქვთ. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ჰუმანიტარულად. რა თქმა უნდა, გვაქვს იქ ევროკავშირის მისია, რომელიც ცდილობს კონფლიქტის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. როდესაც ადამიანს განათლების მიღება ან სამედიცინო დახმარება სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საზღვარი გადმოლახოს; როდესაც ეს შესაძლებლობა მათ უმცირდებათ, ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი“, - განაცხადა მერკელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა