დავით სიხარულიძე - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ოკუპირებული ტერიტორიები ხელისშემშლელი არ უნდა იყოს - როდესაც გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, მისი 1/3 იყო ოკუპირებული

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს ხელისშემშლელი და რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ განუცხადა. როგორც სიხარულიძემ ანგელა მერკელის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, როდესაც გერმანია გახდა ნატო-ს წევრი, მისი 1/3 იყო ოკუპირებული ტერიტორია საბჭოთა კავშირის მიერ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერკელმა ოკუპაციაზე პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. რაც შეეხება ზოგადად მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი არის პრობლემატური, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრ დისკუსიაში იქნა გაცემული კარგი პასუხი - პირიქით, ეს ოკუპაცია არ უნდა იყოს ხელისშემშლელი და რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ალიანსის გადაწყვეტილებებზე. თუ ჩვენ ჩავთვლით ოკუპირებული ტერიტორიები არის ხელისშემშლელი, ეს რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს, რომ თავისი აგრესიული ქმედებები განაგრძოს სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ. თვითონ გერმანიას რაც შეეხება, როდესაც გერმანია გახდა ნატო-ს წევრი, სწორედ მისი 1/3 იყო ოკუპირებული ტერიტორია საბჭოთა კავშირის მიერ“, - განაცხადა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ზოგადად გერმანიის კანცლერის ვიზიტს, მისი თქმით, გერმანია არის კარგი პარტნიორი საქართველოსთვის და მერკელის ვიზიტი მნიშვნელოვანია.

„ასევე მნიშვნელოვანია, საქართველომ გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა გაწიოს, რომ ქართული ეროვნული ინტერესებისთვის ორი უმთავრესი თემა, როგორიც არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და ტერიტორიული მთლიანობა, უფრო მაღლა იყოს საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა საკმარისი არაა და უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონტექსტში, ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა