ანაკლიაში, ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES -ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

ამასთან, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა.

როგორც სულხან ორჟონიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"ანაკლიის ტერიტორიიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გადმოყვანილ იქნა ორი ახალგაზრდა. მათგან ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო. გოგონას დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა, მისი მდგომარეობა ჩატარებული მკურნელობის შემდეგ გაუმჯობესდა და ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ორჟონიამ.

ანაკლიის ტერიტორიაზე მუსიკალური ფესტივალი 23 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა