ნიკოლაი პატრუშევი ბიბილოვს - გილოცავთ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ათი წლისთავს, რუსეთში ძალიან აფასებენ თქვენთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს

ნიკოლაი პატრუშევი ბიბილოვს - გილოცავთ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ათი წლისთავს, რუსეთში ძალიან აფასებენ თქვენთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს რუსეთის მხრიდან „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების ათი წლისთავი მიულოცა.

„გილოცავთ სამხრეთ ოსეთის სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების ათი წლისთავს. რუსეთში ძალიან აფასებენ სამხრეთ ოსეთთან ჩამოყალიბებულ სამოკავშირეო და პარტნიორულ ურთიერთობებს. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მრავალწლიან ტრადიციებს ეფუძნება“, - ნათქვამია მისალოც წერილში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ „შემდგომში რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების განვითარება მოხდება სხვადასხვა სფეროებში“.

„რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის განვითარება მიმართულია უსაფრთხოების განმტკიცებაზე ამიერკავკასიაში“, - დასძინა მან.

2008 წლის 26 აგვისტოს იმ დროს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.