ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე - საბჭოს 27 აგვისტოს სამუშაო დღის წესრიგი უკვე შედგენილია და მასში შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხზე მსჯელობა არ შედის

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის, დავით აფრასიძის განცხადებით, საბჭოს 27 აგვისტოს სამუშაო დღის წესრიგი უკვე შედგენილია და მასში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხზე მსჯელობა არ შედის.

როგორც აფრასიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკითხების განხილვის დღის წესრიგს ავტორიზაციის საბჭო არ ადგენს, არამედ მათ აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა მიმართოს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარის ოდენობით დღეს დაფარა. შესაბამისი დოკუმენტი ჟურნალისტებს უნვერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ წარუდგინა. ამასთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ავტოზაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების გადასახედად ვადა 27 აგვისტომდე მისცა. ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს