ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ჩაკეტილ ე.წ. საზღვარს ხვალიდან გახსნის

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ჩაკეტილ ე.წ. საზღვარს ხვალიდან გახსნის

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ჩაკეტილ ე.წ. საზღვარს ხვალ, 27 აგვისტოს, 06:00 საათზე გახსნის. ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ოკუპირებულმა „სამხრეთ ოსეთმა“ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი სამი დღის განმავლობაში ჩაკეტა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

ე.წ. საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე მოქალაქეების გაშვება 24 აგვისტოს 20:00 საათიდან შეიზღუდა.