კახა კალაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო ოჯახს და ამერიკას უსამძიმრებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და აშშ-ს მიუსამძიმრა.

კახა კალაძის თქმით, ჯონ მაკკეინი საქართველოს მეგობარი იყო და აგვისტოს ომის დროს მან ჩვენი ქვეყნის მიმართ თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატა.

„მინდა, ჯონ მაკკეინის ოჯახს, ახლობლებს და ამერიკას მივუსამძიმრო. ამ ადამიანმა გარკვეული როლი ითამაშა, განსაკუთრებით აგვისტოს ომთან მიმართებაში, როცა მან გამოხატა მხარდაჭერა, თანადგომა. ის იყო ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მეგობარი და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ახლობლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამერიკელი სენატორი, ვიეტნამის ომის გმირი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაშია აღნიშნული, ჯონ მაკკეინი შაბათს დაიღუპა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს