„ყაზტრანსგაზ - თბილისი" - კომპანია მეტი უსაფრთხოებისთვის დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს

კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი" მეტი უსაფრთხოებისთვის დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, ისნის რაიონში, ბარათაშვილის აღმართზე თბილისის მერიის მიერ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისმა" გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა.

კომპანიის ცნობით, საუბარია ამ ტერიტორიაზე არსებული, 500 მეტრის სიგრძის, საშუალო წნევის 400 მილიმეტრიან ძლიერ კოროზირებულ გაზსადენზე, რომელიც სრულიად შეიცვალა ახალი, პოლიეთილენის მილით.

„აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახალ გაზსადენზე გადართვის პროცესი 29 აგვისტოს 23:30 წუთზე დაიწყება და გაგრძელდება 31 აგვისტოს 12:00 საათამდე.

გადართვის სამუშაოების პერიოდში გაზმომარაგება შეუწყდება რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსსა და კომერციულ ობიექტს.

გაზის მიწოდება სრულად აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე - 31 აგვისტოს 12:00 საათამდე.

კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. "მეტი უსაფრთხოებისთვის" კამპანიის ფარგლებში გაზმომარაგების ქსელზე ჩატარებული სამუშაოები მნიშვნელოვანია კომპანიის აბონენტებისა და დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა