კობა გვენეტაძე - სავალუტო ფონდის პოზიციაა, რომ ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ გაიზრდოს, აუცილებელია მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება

რეგიონში არის გარკვეული მიმდინარეობები, რომელმაც შესაძლოა, ასახვა ჰპოვოს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე, როგორც ადრე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაა, რომ ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ გაიზარდოს, აუცილებელია მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია რეზერვების დაგროვება, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს.

„საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ერთი კვირის განმავლობაში, რომელმაც მიმოიხილა ბოლო განვითარებები საქართველოს ეკონომიკის, შეაფასა ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მათი შეფასებით, 5.5 პროცენტამდეა გაზრდილი, ინფლაციის მაჩვენებელი კი ახლოს არის ეროვნული ბანკის მოზნობრივ მაჩვენებელთან. გაზრდილია რისკები იქედან გამომდინარე, რომ რეგიონში არის გარკვეული მიმდინარეობები, რომელმაც შესაძლოა ასახვა ჰპოვოს ჩვენს ეკონომიკაზე; ისევე, როგორც ადრე, ფონდის პოზიციაა, რომ ეკონომიკის მდგრადობა ასეთი შოკების მიმართ იქნეს გაზრდილი, აუცილებელია მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნება. ეს არის ზუსტად ის, რაც საშუალებას იძლევა ამ შოკის შეწოვა და გადატანა მოხდეს, რაც შეიძლება ნაკლები მატერიალური დანახარჯებით. ასევე მნიშვნელოვანია რეზერვების დაგროვება, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს. ასევე, მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების პროცესი გაგრძელდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5.5 პროცენტამდე აწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა