ბათუმი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი,ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის მიწვევით, მუსიკალური ფესტივალის - BATUMI MUSICFEST-ის „Welcome კოქტეილს“ დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც თითქმის 10 დღეს გაგრძელდება, იუნესკოს მაღალი პატრონაჟით მიმდინარეობს და წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ლადო მგალობლიშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, BATUMI MUSICFEST-ი ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ სავიზიტო ბარათად იქცა და ამაში უდიდესი წვლილი იუნესკოს მშვიდობის არტისტსა და ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს მიუძღვის.

„ფესტივალი ახალგაზრდა და საერთაშორისო მნიშვნელობის არტისტების ერთ პლატფორმაში გაერთიანებით და თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების განათლების კომპონენტის თანხლებით - ბათუმის უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო რესურსების განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“, - ნათქვამია უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა