რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, - ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ხარაზიშვილი გუშინ გაიტაცეს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ.