ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 13 ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები ეწვივნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 13 ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები ეწვივნენ.

საერთაშორისო მედია საშუალებების 40-მა წარმომადგენელმა ტურის ფარგლებში დაათვალიერა თბილისი, მცხეთა, ბათუმი და ქუთაისი. უცხოელი ჟურნალისტები ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ დაესწრნენ.

ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით,“SOHO BATUMI’-ში გაიმართა გალა- კონცერტი, სადაც ფესტივალის ფინალისტები დააჯილდოეს. ტურის მონაწილეებს შეხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

პრესტურის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული პოტენციალის შესახებ 13 სატელევიზიო სიუჟეტი და 20-ზე მეტი სტატია მომზადდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა