ირაკლი კობახიძე - აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის

ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივას.

კობახიძის თქმით, აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, საქართველო დარჩება ღია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ, კანონმდებლობის დაცვით, ჩვენს ქვეყანაში იცხოვრონ და აწარმოონ საინვესტიციო საქმიანობა“, - განაცხადა კობახიძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ე.წ. კარუსელს ატრიალებენ, რაც მიუღებელია. როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია კანონში არსებული ხარვეზები დროულად გამოსწორდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა