ანონსი 31 აგვისტო

31 აგვისტოს, 13:00 საათზე, სამტრედიაში, მომავლის პარკთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების კამპანიას გააგრძელებს.
31 აგვისტოს, 16:00 საათზე, თბილისის ლისის ტბის იპოდრომი უმასპინძლებს 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების შესარჩევ ეტაპს კავკასიისა და კასპიის აუზის ქვეყნებისთვის.
31 აგვისტოს, 19:00 საათზე, კამპანიის „მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“ ფარგლებში „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართელოს ქსელისა“ (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ (GHRN) ორგანიზებით, „ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ეროვნული კამპანია გაიმართება.
საკონტაქტო პირები: თბილისი - მარინა ასათიანი 599119999; ბათუმი - მირანდა ჟღენტი 593390508; ქუთაისი- ზაზა ქარჩხაძე 597400705

























