ელენე ხოშტარია - გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება პასუხისმგებლობის აცილება, სამწუხარო და გაუგებარია

"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება „პასუხისმგებლობის აცილება, სამწუხარო და გაუგებარი პოზიციაა“.

ასე აფასებს ხოშტარია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"პირველ რიგში გაუგებარია ის ფაქტი, რომ როცა საზოგადოებაში პრეზიდენტის პოზიციის მოლოდინია, ბოლო მომენტამდე მიიყვანო ამ პოზიციის გაჟღერება. მითუმეტეს მაშინ, როცა არჩევნები არის საშუალება, რომ ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს ებრძოლო, რაც "ქართული ოცნების" მმართველობის დროს დაგროვდა, რაზეც მათ შორის პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამაზე, ხოლო უარის თქმა ბრძოლაზე, არის პასუხისმგებლობის აცილება, სამწუხარო და გაუგებარი პოზიცია, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ოპოზიციას ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, რომ "ქართული ოცნება" ამ ბრძოლაში დავასუსტოთ და დავამარცხოთ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა