ანონსი 1 სექტემბერი

1-ელ სექტემბერს, 11:00 საათზე დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე „რუსთაველის მეტროსთან“ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას იწყებს. ჩატარდება საინფორმაციო ბრიფინგი.

1-ელ სექტემბერს, 13:00 საათზე, „ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის" საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დაესწრება.

მის: ნიქოზის ეპისკოპოსის სასახლე

საკონტაქტო პირი - მადინა გაგიევა 599 079 478

1-ელ სექტემბერს, 15:00 საათზე, ზუგდიდში, მეორე სკოლის წინ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების კამპანიას გააგრძელებს.

1-ელ სექტემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

თემა: „დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის და რეკომენდაციების განხილვა“.

თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს