„ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე" იბრძოლებს

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე" „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის გუშინ, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა დიდი უმრავლესობით გამოავლინა.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სულ 6 ფილმი იბრძოდა: რეჟისორ გიორგი ოვაშვილის „ხიბულა" , რეჟისორ ზაზა ხალვაშის „ნამე", რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი",რეჟისორ მარიამ ხაჭვანის „დედე", რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე ღვთისკაცი" და რეჟისორ გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი".

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს