ანონსი 2 სექტემბერი

2 სექტემბერს, 11:00 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფლელ რუხში "საპარტნიორო ფონდისა" და მისი შვილობილი კომპანია "რუხის სავაჭრო ცენტრის" მიერ ინიცირებული ფესტივალის "გზა ერთობისკენ რუხი- 2018"-ის ფარგლებში, შეჯიბრება წყვილთა რბოლაში "რუხი გრანპრი-2018" ჩატარდება.
2 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
2 სექტემბერს, 12:00 საათზე, მესტიაში, მერიის წინ მდებარე სკვერში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების კამპანიას გააგრძელებს.
2 სექტემბერს, 15:00 საათზე, შუახევის კულტურის ცენტრში ანსამბლი ,,ადილეი" კონცერტს გამართავს.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
2 სექტემბერს, 20:00 საათზე, ფესტივალზე „ღამის სერენადები“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს, იოსებ ბარდანაშვილს სიგელს გადასცემს.
მის: ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზი
საკონტაქტო პირი: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

























